უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნის წესი და კრიტერიუმები - ვენეციის კომისია ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს სწავლობს.
1-2 აპრილს, თბილისში ვენეციის კომისიის დელეგაცია ჩამოვა. კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, დელეგაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრებს და რეკომენდაციებს გასცემს.
„უზენაესი სასამართლო უმნიშვნელოვანესი სასამართლო ორგანოა, ის უნდა შედგებოდეს საუკეთესო კვალიფიცირებული იურისტებისგან, რომლებიც უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. ისევე, როგორც უნდა იყვნენ სხვა ინსტანციების მოსამართლეები. ჩვენ, უახლოეს მომავალში, გამოვაქვეყნებთ შეფასებას. სპიკერმა კობახიძემ გვთხოვა, რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ ეს. ორი დღის წინ დავთანხმდით ამ მოთხოვნას და ვაგზავნით ვენეციის კომისიის დელეგაციას თბილისში, აპრილის დასაწყისში. ისინი გაუზიარებენ მოსაზრებებს პარლამენტს, შესაბამის სამინისტროებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას. როგორც იცით, ჩვენ მიუკერძოებლები ვართ. წარვუდგენთ რეკომენდაციებს, რომ უზენაესი სასამართლო იყოს საუკეთესო ხალხით დაკომპლექტებული. ყველა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია იყოს დაცული ადამიანთა უფლებები. ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და ინვესტორებისთვის, რადგან მე თუ ინვესტორი ვარ, არ ჩავალ ქვეყანაში, სადაც მოსამართლე მიკერძოებულია,“ - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
მასალის გამოყენების პირობები






