საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობო სექტორს დაუპირისპირდა. ზარდიაშილის განცხადებით, NGO-ები მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს ანა ნაცვლიშვილის უზენაეს სასამართლოში გაყვანის გამო იწუნებს. აღნიშნულს თავად ანა ნაცვლიშვილმა უპასუხა:
ამ სამ საათიანი ყველა ერთ ხმაში მოლაპარაკე ადამიანის დასაბუთებული კომენტარებისგან ზარდიაშვილმა მხოლოდ ამ დასკვნის გამოტანა შეძლო. ეს მეტყველებს მის ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე. მე ამაზე კომენტარს სერიოზულს ვერ გავაკეთებ. უბრალოდ არის ასეთი გამოთქმა, რომელიც მახსენდება ამ წუთში რომ ყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ზომავს. და ზარდიაშვილი ყველაფერში საკუთარ გამორჩენას ეძებს და ამიტომ ჰგონია, რომ ყველა იმიტომ იბრძვის, იმიტომ დგას პოზიციებზე რომ რაღაც გამორჩენა მიიღოს ამ პროცესისგან. ეს განცხადება ზარდიაშვილის დიაგნოზია,"-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






