„ამ თემას ნუ ეთამაშები მამუკა, შენ გაქვს სასამართლოში ოჯახური ბიზნესი... გაბედე და თქვი...“ - მდინარაძე-ბესელიას დაპირისპირება
პოლიტიკა - 15:40, 18 Mar, 2019     4864

დაპირისპირება ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძეს შორის - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ბესელია მდინარაძეს შეახსენა, რომ მას „მიშას დროიდან დღემდე, სასამართლოში ოჯახური ბიზნესი აქვს დალაგებული“:

„დეკემბერში, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მოვაყოლოთ ახლა ამას, კრიტიკის მთავარი საფუძველი იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი კრიტერიუმებისა და ნორმების გარეშე წარმოადგინა სია და ეს იყო ცუდი. კარგი იქნებოდა ყოფილიყო გარკვეული დათქმები ნორმების სახით და საკანონმდებლო ჩამკეტები. ისე, როგორც ბრძანებთ ხოლმე, ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი სია ვერ გადმოეგდო ვერავის. შემდეგ როგორ დაუბრუნდა ეს სია, რატომ დაუბრუნდა, კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა თუ არ გადადგა, რომელსაც შეეძლო კომიტეტის სხდომა საერთოდ არ დაენიშნა და არ გადამდგარიყო,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ეკა ბესელიამ მას სიტყვა შეაწყვეტინა და გააფრთხილა - „მამუკა ახლა ამ თემას თავი დაანებე, ნუ ეთამაშები ამ თემას“.

„ამ თემას ნუ ეთამაშები მამუკა, შენ არ გაქვს ამის უფლება, შენც იმათ რიგებში ხარ, რომელსაც გინდოდა ამ სხდომის ჩატარება. რომელ სუბიექტურ ინტერესებზე საუბრობ გაბედე და თქვი? ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე. შენ როგორ ლაპარაკობ ამ თემაზე. იმ ადვოკატების ჯგუფში იყავი სანდო ადვოკატებს რომ ეძახდნენ. ახლა მოისმინა საზოგადოებამ სიმართლის მხოლოდ ნაწილი“, - განაცხადა ბესელიამ.

მდინარაძემ კი უპასუხა:

„არ მეგონა რომ ყველაფერს იკადრებდით. პროკურატურაში ვერ შევდიოდი და თუ შევიდოდი, თქვენ უკვე იქ მხვდებოდით. თქვენი თქმით, ქალბატონო ეკა, 2004 წელს პოლიტიკური პატიმრებიც არ იყვნენ და უსამართლოდ არავის იჭერდნენ თურმე. სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ. რატომ დანიშნეთ მაშინ სხდომა, იქნებ იმ სიას ვაგდებდით? ვეღარ გავიგე, რა მოგეწონებათ ის ვილაპარაკო, თუ რაც რეალობაა ის?“, - მიმართა მდინარაძემ ბესელიას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42