ოპოზიციის მოთხოვნას, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, არასამთავრობოებიც იზიარებენ.
"საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და გარკვეულ თემებზე ეროვნული კონსენსუსის აშენება უმთავრესია ქვეყნის დემოკრატიული მართვისთვის. როდესაც პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი თანხმდება , რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ შეესაბამება დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ინსტიტუციონალურ ინტერესებს და უფრო მეტ ზიანს აყენებს დემოკრატიულ იმიჯს, ვიდრე სარგებელი მოაქვს, ბუნებრივია, ეს სისტემა უნდა გადაიხედოს და მოხდეს 2020-ისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა"- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანხმობა განაცხადოს, რადგან "ქართული ოცნება" ინსტიტუტების მიტაცებას ეწევა.
"არსებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებას სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ამისთვის მან ბევრი რამე გააკეთა, დაწყებული იმ არასწორი კოსნტიტუციონალური ცვლილებებით, რაზეც ანტიკონსენსუსი არსებობს მთელს საზოგადოებაშიც და რომელმაც უკვე ძალიან ბევრი ზიანი მოუტანა ქვეყანას და შესაბამისად, ამ პროცესს იმედის თვალით, რომ მათი მხრიდან ამ პროცესზე რეაგირება მოჰყვება, არ ვუყურებ, თუმცა იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი წავიდეს წინ, საჭიროა საზოგადოებრივი კონსენსუსი იმაზე, რაც უფრო მაღალი და მეტია, ვიდრე პოლიტიკური ინტერესი"- თქვა ქუთელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






