„კლანი უნდა წავიდეს“ - არასამთავრობოების პროტესტი მმართველი გუნდის კანონპროექტს მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 13:44, 18 Mar, 2019     841

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტი კვლავ მაისურებით გამოთქვა, რომელზეც არის წარწერა - „კლანი უნდა წავიდეს“.

აღნიშნული პერფორმანსით მესამე სექტორის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს აკრიტიკებენ, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების საკითხს ეხება.

მათი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კანონპროექტს დაუჭერენ მხარს დეპუტატები, რადგან სასამართლო სისტემაში რეალური ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ კლანური მმართველობა დასრულდება.

მათი თქმით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ერთი ყოფილი მოსამართლე, თუ მას საკვალიფიკაციო ტესტირება არ აქვს გავლილი.

„თავად ეს გამოცდები მოსამართლის, მისი ჩატარება, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ კლანის ხელში, რომელის ინტერესებსაც სწორედ არ წარმოადგენს იმგვარი ადამიანებისგან უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება, რომლებიც არიან მათი ინტერესების მიღმა,“-აცხადებს დავით ჯანდიერი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ აღნიშნული გამოცდების ჩასაბარებლად მოსამართლეობის მსურველ პირებს ძალიან ცოტა დრო ეძლევათ.

„ის გარემოება, რომ პრაქტიკულად ვერავინ იქნება იზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თუ მას არ აქვს ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდები და ამ გამოცდებისთვის რეალურად არაგონივრულად მცირე დროს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. მეორე ის, რომ გადაწყვეტილების მიღებისათვის 2/3-2/3 პრინციპის ნაცვლად საუბარია ერთ 2/3-იან პრინციპზე, ეს არის სწორედ ის ინტერესი, რომელიც გააჩნია სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფს. ყველგან, სანამ ეს კანონპროექტები განხილვაში იქნება, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტის გარეთ, ვფიქრობ, რომ აუცილებელია ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ კლანის ადგილი სასამართლო სისტემაში არ არის და კლანი აუცილებლად უნდა წავიდეს“, - განაცხადა სალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42