საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. დაპირისპირება არსებულ და ყოფილ თანაგუნდელებს შორის, მმართველი პარტიიდან, სხდომათა დარბაზის გარეთაც წარიმართა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელია გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ბესელიამ შაბათს არ წარადგინა საკუთარი კანონპროექტის ვერსია, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების კრიტერიუმებს ეხება.
„ეკა ბესელია არ გამოცხადდა შაბათს საკომიტეტო განხილვაზე. არგუმენტი, რომ თითქოს ეს ტარდებოდა არასამუშაო დღეს არის ყოვლად მიუღებელი, მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ მის თავმჯდომარეობის დროს არაერთი სხდომა აქვს ჩატარებული იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, ასევე სხვა კომიტეტებს საქართველოს პარლამენტში როგორც შაბათ დღეს, ასევე კვირას. მიზეზი შიშვლდება მარტივად, ვინაიდან მას არ სურდა კანონპროექტის გამოტანა. ეს რატომ ხდება მაშინ, როცა მისივე პოზიციით, საზოგადოების ინტერესი დიდია. გაუგებარია, თუ წერ კანონპროექტს და გსურს საზოგადოებას გააცნო, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე რატომ არ წარადგენ ამ კანონპროექტს კომიტეტის სხდომაზე,"-აცხადებს ოხანაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






