„ჩინჩალაძის ფონზე ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა, რომ მეც ჩინჩალაძეს მივცემ ხმას“ - გედევან ფოფხაძე
პოლიტიკა - 13:29, 18 Mar, 2019     650

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „ქართული ოცნების“ პროექტს განიხილავენ, რომელიც მოსამართლეთა უზენაეს სასამართლოში განწესებას შეეხება. დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებით, ჩინჩალაძის ფონზე ისეთი ცუდი კანდიდატები იქნებიან წარდგენილი, რომ თავადაც ჩინჩალაძეს დაუჭერს მხარს.

„ამ მოდელიდან გამომდინარე, ღირსეული ადამიანები როგორ მოვლენ პარლამენტამდე? ღირსეული ადამიანები სააკაშვილის დროს ვერ ხვდებოდნენ სასამართლოში, ვერ ხდებოდნენ მოსამართლეები. ახლა ეს იუსტიციის საბჭო, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობაა, ისევ არ უშვებს სასამართლოში ღირსეულ ადამიანებს მოსამართლეებად. ე.ი რა გამოდის ამ კანონით?! ჩვენ ვკეტავთ სამეცნიერო წრეებს, ვკეტავთ ადვოკატებს, ვკეტავთ ყველა იმ იურისტს, ვისაც ბიოგრაფი აქვს სუფთა, აქვს სამოქალაქო სექტორში ნამუშევარი, ვისაც აქვს ადამიანის უფლებისთვის ნაბრძოლი და ამ ჩარჩოში ვაქცევთ ამ ყველაფერს და გადაგვაქვს ისეთ პროცედურებში, რომ კიდევ უფრო გაიფილტროს და ბოლოს, ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა ჩინჩალაძის ფონზე, რომ მეც მივცემ ჩინჩალაძეს ხმას. მე მგონია, რომ ასეთი ფონის შექმნა არასწორია. ფონი შეიქმნება ასეთი - ცუდი და იმაზე უარესი. აი, ეს იქნება ამ ჩარჩოთი, ამ პროცედურებით შემოთავაზებული კანდიდატები. ამ ჭრილში მინდა გაიზიაროთ, ვის უშვებთ კანდიდატებად და ინტერესთა კონფლიქტის დროს რატომ ვაძლევთ კარტბლანშს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის იყოს უპირატეს მდგომარეობაში,“?! - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42