„გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტია, ყველა ჩვენი პარტნიორი პარტია, რომელიც ჩვენთან არაა გაერთიანებული, ყველა აგროვებს ხელმოწერებს და რაღაც ციფრები უკვე შემოვიდა, თუმცა მე ნებართვა არ ამიღია, რომ ეს დავასახელო. დამიჯერეთ 230-250 ათას ხმას ძალიან სწრაფად შევაგროვებთ. გამომდინარე იქიდან, რა კამპანიაც ჩავატარეთ საპრეზიდენტოზე, ყველაფერი არის შემოწმებულ-გადამოწმებული. სიების შედგენა არ გაგვიჭირდება. ამ ხელისუფლების არაადეკვატურობიდან გამომდინარე, არ მგონია, დასთანხმდეს ცვლილებებს. რაც შეეხება ჩვენს მოკავშირეებს, ეუთოს, ყველა იმ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოს დემოკრატია აღელვებს, მათ კიდევ ერთი არგუმენტი ექნებათ, რომ დარწმუნდნენ, საქარათველოში ჩამოყალიბდა ავტორიტარული რეჟიმი. რომელიც ლამის საოკუპაციო რეჟიმად გადაიქცა.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






