„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, არაფორმალურმა მმართველმა ოლიგარქმა, პანიკური შიშის გამო შექმნა ისეთი პოლიტიკური ველი, როდესაც ქვეყანაში მესამე პრეზიდენტს არ უშვებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელ ვიდეომიმართვა, სადაც ის პარტიაში აუცილებელ ცვლილებებზე საუბრობს, დეკანოიძე სწორედ აღნიშნულ მიმართვას გამოეხმაურა:
„ბიძინა ივანიშვილმა, ოლიგარქმა, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას, თავისი პანიკური შიშის გამო შექმნა ისეთი პოლიტიკური ველი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელს, შემქმნელს, მიხეილ სააკაშვილს არ უშვებს ქვეყანაში, დააპატიმრა ყველა პოლიტიკური ლიდერი და რეალურად, ასე ცდილობს, რომ მოასუფთავოს პოლიტიკური ველი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძისთვის ენმ-ის თავმჯდომარის პოსტზე გრიგოლ ვაშაძის თანამდებობა მისაღებია:
„ამ ვითარებაში პარტიის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია. მათ შორის, თავმჯდომარის არჩევა იმ კუთხით, რომ გრიგოლ ვაშაძემ ჩაატარა ძალიან წარმატებული საპრეზიდენტო კამპანია და მიუხედავად გაყალბებისა და კრიმინალის მობილიზაციის, ადმინისტრაციული რესურსის ჩართვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეძლო დაახლოებით, მილიონ ხმამდე მობილიზება.
"ასევე ადამიანების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებაში და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, ამ კუთხით ფუნქციონალურად თავმჯდომარის არჩევაც არის წინგადადგმული ნაბიჯი პარტიის განახლებასა და ფუნქციურად განვითარებაში,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






