რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 21 წლის მამაკაცი, არსებული ინფორმაციით, ერედვის რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გივიკო ბერუაშვილის ოჯახის წევრები ავრცელებნ. მათი თქმით, სხვა დეტალებს ისინი არ ფლობენ:
„ამ დრომდე არაფერი ვიცით. ვვარაუდობთ, რომ დღეს სასამართლო გაიმართება და გამოუშვებენ. წუხელ რუსულ ბაზაზე ჰყავდათ. ცოტა ნასვამი იყო და ერედვს გადავხედავო, თქვა. იქ ე.წ. საზღვართან არ არის მავთულხლართები, ვეღარ განსაზღვრა და შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აქედან საოკუპაციო ხაზი დაახლოებით 500 მეტრშია. ვუყვიროდით და არ გაჩერდა. დავინახე როგორ წაიყვანეს, ორი შეიარაღებული პირი იყო. აქ პოლიციის პოსტია და მივედი, დახმარება ვთხოვე. მეტი არაფერი ვიცით, ველოდებით. საღამომდე ალბათ გამოუშვებენ“, – აცხადებს პირველ არხთან დაკავებულის მამა.
21 წლის გივიკო ბერუაშვილი რუსმა სამხედროებმა ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით სოფელ დიცთან გუშინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






