პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.
კომიტეტის ყოფილ თამჯდომარეს, ეკა ბესელიას სიტყვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა შეაწყვეტინა და ბესელიას მოუწოდა, რომ ლაკონურად გადმოეცა სათქმელი.ბესელიამ მათიკაშვილს ურჩია, ჭკუის სწავლებისთვის თავი დაენებებინა.
„ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას, მომიწევს რაღაცები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურები გაგაცნო. გავანებოთ თავი ჭკუის სწავლებას, მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა მეტი წინდახედულება უნდა და თუ დროს დამაკარგინებ კიდევ მეტი დრო დაიკარგება, დაწყნარდი, დამშვიდდი და დამაცადე. კომიტეტს აქვს 5 კვირა და თუ ძალიან არ სულსწრაფობთ ნებისყოფა გეყოფათ, მომისმინე, დინჯად მოიქეცით ცოტა და მომისმინეთ,“ - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






