ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით სესიაშვილის ინიციტივას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს
პოლიტიკა - 10:26, 18 Mar, 2019     1111
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადებას ეხება, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. სესიაშვილის ინიციტივით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ისარგებლებენ მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები ან სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები. რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებს, რომლებიც სასულიერო საქმიანობას ეწევიან სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება შეეზღუდებათ.

ინიციატივის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს ოპოზიცია და მას დისკრიმინაციულს და არაკონსტიტუციურს უწოდებს.

„მე ვფიქრობ ეს ინიციატივა სერიოზულად დასამუშავებელია და კორექტირება არის შესატანი. იმიტომ, რომ ამ ფორმით, რაც მოვისმინეთ და ვნახეთ, ვფიქრობთ, რომ ეს არის დისკრიმინაციული. ჯარი უნდა იყოს იმგვარი, რომ ასე მასიურად ადამიანები არ ცდილობდნენ თავი დააღწიონ სამხედრო სამსახურში გაწვევას,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას იაფფასიან პოპულიზმს უწოდებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

პარტიაში ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება არც ქვეყნის კანონმდებლობას, არც კონსტიტუციას და არც ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

„ამგვარი გადაწყვეტილებით დაზარალდება სხვა კონფენსიები, რომლებიც აერთიანებს ჩვენს მოქალაქეებს, ძალიან კარგ პატრიოტებს,“-განაცხადა გიორგი ბარამიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უმრავლესობის მიერ შემუშავებული პროექტი მომავალში არაერთ პრობლემას შექმნის. ერთ-ერთ მწვავე და მოსალოდნელ პრობლემად კი საზოგადოებაში უთანასწორო ვითარების შექმნა სახელდება. მათი განმარტებით, აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს.

„ეს ინიციატივა არის დისკრიმინაციული იმიტომ რომ გამოყოფს გარკვეულ ჯგუფს რელიგიის ნიშნით და თუ ამას კანონის სახე მიეცემა ეს ჩაითვლება საკანონმდებლო დონეზე რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციად, რაც თავისთავად იქნება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ სეგრეგეციის წამახალისებელი“-აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი ქეთევან შუბაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42