"გვაგორავეს და გვათრიეს... პირიდან სისხლი გადმოსდიოდა" - ზაქრო ამონაშვილის ოჯახი პოლიციას ცემასა და ზეწოლაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 09:48, 18 Mar, 2019     1376
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში პოლიციას ახალგაზრდის ცემასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. ახლობლების ინფორმაციით, 24 წლის ზაქრო ამონაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე მტკიცებით, მას დაზიანებები სახის არესა და მკლავზე აქვს მიყენებული.


დედის თქმით, ზაქრო ამონაშვილს თბილისში მომხდარი ინციდენტის გამო ედავებოდნენ. თუმცა, ახალგაზრდას ბრალი არ წარუდგინეს.

თვითმხილველების განცხადებით, პოლიციელები ამონაშვილის მანქანაში ძალით ჩასმას და წაყვანას აპირებდნენ, როდესაც მას დედა დაეხმარა და შვილის განყოფილებაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ფიზიკური დაზიანებები მასაც აღენიშნება

ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა ამონაშვილები პოლიციას მუქარაში ადანაშაულებენ. ოჯახმა გენინსპექციას და სახალხო დამცველის აპარატს უკვე მიმართა.

"მივადექით ამ მდგომარეობას, რომ ბავშვი არის მოთხუპნული მთლიანად, პირიდან სისხლი გასდის და კონკრეტულად მიზეზს ვერ მეუბნებიან, რატომ მიათრევენ და სად მიჰყავთ. დაბლა გვაგორავეს და გვათრიეს და ეს იყო კარგად ნაცემი. პოლიციელს ხელით ჰყავდა დაჭერილი, თვითონ მანქანაში იჯდა და ესენი ზედ ხელზე ხტუნაობდნენ. ხელზე აქვს დაზიანებები, პირიდან სისხლი გადმოსდიოდა,"-აცხადებს ზაქრო ამონაშვილის დედა, მაია ამონაშვილი.

შსს-ს ცნობით, პოლიციელები ზაქრო ამონაშვილთან სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად იყვნენ ჩასულები. საქმე ეხება ამონაშვილის მხრიდან ცივი იარაღის ტარებას. ახალგაზრდა სასამართლო პროცესებს თავს არიდებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42