"ის წარმატება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამინც ერთი ნაბიჯი გამარჯვებისკენ და გამარჯვება კი აუცილებლლად უნდა მოვიპოვოთ, რადგან ეს არც ჩვენმს პირად კეთილდღეობას ეხება, არც კაბინეტებს და არც პატივმოყვარეობას - ეს ყველაფერი ჩამოვიდა ჩვენი ოჯახების დონეზე. განადგურდება ეს ქვეყანა, დავკარგავ სახელმწიფოებრიობას, მოგვიწევს ყველას ემიგრაციაში წასვლა, თუ დავრჩებით აქ და მივაღწევთ იმ მიზანს, რაც მრავალი თაობის ოცნება იყო ვიცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოში, რომელიც გათავისუფლებული იქნება ბიძინა ივანიშვილის ერთ პიროვნული და ერთ პარტიული მმართველობისგან. აი დღეს ასე დგას ეს საკითხი და ამის ერთადერთი გარანტია დღეს არის გაერთიანებული ოპოზიცია,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც იფიქრებს ინოვაციებზე და მოქალაქეების დასაქმებაზე.
„არაფერი არ უშველის საქართველოს წარმოების და ინოვაციების გარდა. თხილზე და ღვინოზე ჩამოკიდებული ქვეყნის წარმატება არავის გაუგია,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია კოალიციური მთავრობის პირობებში.
მისივე თქმით, ქვეყანას ჰყავს მმართველი რომელიც საქართველოს უყურებს როგორც თავის ბიზნეს პროექტს და ე.წ. ხელისუფლება სუს-ის დახმარებით მართავს საქართველოს.
„ჩვენ დავამსხვრიეთ მითი, რომ ენმ-ს არ შეიძლება ჰყავდეს მოკავშირეები. ჩვენ დავამსხვრიეთ მითი, რომ ოპოზიციამ მთლიანად რაღაც სექტა არის, რომელიც რაღაც ხმებს ვერ გაცდება იმიტომ რომ გინდა არ გინდა ერთ კაციანი რაღაც პარტიები მიკედლებულია ენმ-ს. ყველას ვაჩვენეთ რა ძალა ვართ. თითქმის შიშველი ხელებით 900 ათასი ხმა წავგლიჯეთ ვითომ ხელისუფლებას და ვნახავთ რას ვუზამთ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც არ უნდა გაიმართოს ის,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






