„დღეს, აბსოლუტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ ყველამ ერთად იმიტომ, რომ ჩვენსკენ არის სიმართლე, ჩვენსკენ არის ის ხედვა, რომელიც საქართველოს სჭირდება და ჩვენსკენ არის გაერთიანების, ერთად დგომის და დაპირისპირებაზე, ლანძღვა-გინებაზე უარის თქმის იდეა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ საზოგადოებას „ახალი საქართველოს“ იდეოლოგიებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გუნდი სამომავლოდ მუშაობას აპირებს. ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ განსაკუთრებალ ხაზი გაერთიანებას გაუსვა და აღნიშნა, რომ ერერთიანობა შექმნილი მძიმე სოციალ-პოლიტიკური ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია.
”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიხსენა.
„გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, ეს არის დიდი გამარჯვება, რომელიც ოპოზიციურმა ფლანგმა საბოლოო გამარჯვებამდე მოიპოვა საქართველოში. ის 800 ათასზე მეტი ხმა, რომელიც ჩვენ ავიღეთ, არ იყო შემთხვევით ასაღები,“ - აღნიშნა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






