ევროკაშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, სამძიმრის წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად. ევროკავშირის ელჩი მწუხარებას გამოთქვამს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს.
",,ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მწუხარება გამოთქვა. ევროკავშირი მიესალმება მისი ნეშტის დროულად გადმოცემას, თუმცა, ეხლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს.
ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად," - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






