კომპრომატებით ომი თუ ანგარებით სექსუალური კავშირი - კაცმა რომელიც "ოცნების" დეპუტატს მასთაბ სექსუალურ კავშირში ამხელდა პოზიცია შეცვალა - რა ხდება მარნეულში
პოლიტიკა - 20:53, 16 Mar, 2019     2533
"შაბათის კურიერის" ინფორმაციით, უკვე ორი კვირაა, მარნეულში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ყვება, რომ ის პარლამენტის წევრმა კაბინეტში დაიბარა, დასაქმების დაპირებით ორჯერ სექსუალური კავშირი დაამყარა, შემდეგ კი პირობა არ შეასრულა.

"რუსთავი 2"-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარნეულში მერის ვადამდელ არჩევნებამდე თითქმის ორი თვით ადრე სავარძლისთვის ბრძოლა დაიწყო. პოლიტიკურ ტატამზე ამჯერად, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის ორი ფრთა გავა.

მარნეულის პოლიციაში 6 მარტს დაიწყო გამოძიება ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით.

განმცხადებელი საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსლან ჰაჯიევია. მან პოლიციას რაიონში გავრცელებული ვიდეო მიუტანა, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მას დასაქმების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებაში ადანაშაულებს.

ფიზულ გადიმოვი, ვისგანაც დეპუტატმა ვიდეო მიიღო, ყოფილი პოლიციელია. ის ოცნებასთან დაახლოებული პირია. კურიერის ინფორმაციით, გადიმოვს დეპუტატ ჰაჯიევის მაკომპრომეტირებელი ვიდეო გასავრცელებლად მარნეულის მერიის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა მისცა, რომელიც ოცნების კიდევ ერთ დეპუტატთან - თამაზ ნავერიანთან, დაახლოებული პირია.

კურიერის მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ ანარ ოროჯლუმ, რომელიც ვიდეოში მმართველი პარტიის დეპუტატს ანგარებით სექსუალურ კავშირში ადანაშაულებს, მიმართვა დეკემბერს ბოლოს ჩაწერა. ვიდეო მან მეგობარ ფარვინ აბდულაევს გაუგზავნა, რომელიც რუსეთში იყო. აბდულაევი მარნეულში თებერვალში დაბრუნდა, რის შემდეგაც ოროჯლუსგან მიღებული ვიდეო მარნეულის მერიის თანამშრომელს - ანარ გადიმოვს, აჩვენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებიდან 10 დღე გავიდა, თუმცა, გახარიას უწყებას ჯერ არავინ დაუკავებია. ამასობაში კი სკანდალური ვიდეოს ავტორმა პოზიცია შეიცვალა. ახლა ამტკიცებს, რომ ემოციური აღსარებისას უბრალოდ იხუმრა.

ორუჯლუს დაბრუნებამდე ვიდეოს გამავრცელებლების და მათი მოტივის დადგენას დეპუტატი ჰაჯიევი ცდილობს. ის ამბობს, რომ მარნეულის რადიოს ყოფილი თანამშრომლის ხუმრობის არ სჯერა. დეპუტატი ჰაჯიევი დარწმუნებულია, რომ რეპუტაციის შელახვით მას პოლიტიკურად ებრძვიან.

ადგილობრივები სკანდალურ ვიდეოზე ობიექტურ გამოძიებას და ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვენ. ამის მიუხედავად, სკანდალურ ვიდეოს ავტორი გამოკითხული არაა.

"რუსთავი 2"-ის სიუჟეტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42