კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, დაუპირისპირდნენ.
სხდოომის დასრულების შემდეგ, ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლოს ჩინჩალაძის კლანი მართავს.
„უმთავრესი საკითხი, როდესაც მე და ქალბატონმა ანამ მოვამზადეთ ეს წინადადებები, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ ჩინჩალაძის კლანი არ მოხვდეს სასამართლო სისტემაში. მნიშვნელოვანი არის, რომ, როდესაც კონკურსი გამოცხადდება უზენაეს სასამართლოში, გამოცხადდეს სპეციალიზაციების მიხედვით, რომ არ ჰქონდეს უზენაეს სასამართლოს პლენუმს საშუალება, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, თუ რომელი მოსამართლე სად დაინიშნება. მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ თავისივე წევრები არ დაასახელოს, რადგან არ შეიძლება, რომ გვრიტიშვილი და მიქაუტაძე თავის თავს ასახელებდნენ მაშინ, როდესაც არის უამრავი იურისტი, უამრავი კვალიფიციური ადამიანი გარეთ,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






