ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აღნიშნავენ, რომ გაკაფულია ბაღები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ეს ტერიტორია ახალი მავთულხლართებისთვის მოასუფთავეს.
ამ დროისთვის ხურვალეთში შესვლა ისევ შეზღუდულია.
სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.
„იმ ბაღებში, რომელზეც არის საუბარი, იყო ჩვეულებრივი ჯაგნარი, რომელზეც ჩვენ ვაპირებდით 15 რიცხვში გასუფთავებას, გამომდინარე იქიდან, რომ გვთხოვეს, არ დაძაბულიყო სიტუაცია ოკუპანტებთან, ჩვენ ეს ღონისძიება გადავდეთ. დღეს რომ შევედით, ის ბაღი იყო გასუფთავებული, სადაც ვვარაუდობდით და იყო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები იყვნენ შემოსულები,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ, ხელისუფლებას ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები






