"შეგიძლია, შინაურულად ჰკითხო ჩინჩალაძეს, მურუსიძეს, დავალებებს ვისგან იღებდი" - დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)
პოლიტიკა - 14:48, 16 Mar, 2019     1653

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაპირისპირება გრძელდება - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ამჯერად ერთმანეთს ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე და ოცნების დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი, დაუპირისპირდნენ.

სასამართლოში კლანურ მმართველობაზე საუბრისას დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა მოსთხოვა ოთარ კახიძეს, დაესახელებინა, ვინ იძლეოდა მითითებებს სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დროს.

„სულ ვეძებ პასუხს, იმ 9 წლის განმავლობაში ვინ აძლევდა სასამართლოს დავალებას. გეხვეწები, პოლიტიკური გამოცდილებაც გაქვს, პოლიტიკური ალღოც გაქვს, პასუხების გაცემაც შეგიძლია, ახლავე და აქვე დაასახელე სახელი. ვერ ასახელებ? გეშინია დასახელების? თუ ვერ იძახი ასე სახალხოდ, მაშინ ნუ ჭორაობ, სახელი და გვარი მითხარი,“ - მიმართა ზარდიაშვილმა ოთარ კახიძეს.

ოცნების დეპუტატის პასუხად ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ სასამართლოს სათავეში ზუსტად ის ადამიანები არიან, ვინც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ.

„შენ რომ ამაზე აქტიურობ, ძალიან გასაოცარი ამბავია იმიტომ, რომ პროკურორები წერდნენ გამოცდისთვის წესიერად და სასამართლოში მათ მიერ გაგზავნილი დოკუმენტები ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას. სასამართლოში შენი ჯგუფი რომელიც არის, მზად იყო, რომ ნებისმიერი შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა. სასამართლო ხელისუფლება მზად იყო, პროკურატურიდან წასული ნებისმიერი ტიპის შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა. მზად იყო, ნებისმიერ დადგენილებაზე დაესვა ბეჭედი. მზად იყო, ნებისმიერი საპროცესო შეთანხმება დაემტკიცებინა და არ ატარებდა არავითარ ფილტრის ქვეშ პროკურატურის მოქმედებას. ამ სასამართლოს მაშინაც მის სათავეებში ვინც იყო, იგივე ხალხი არის მის სათავეებში დღეს, ამიტომ ეს ადამიანები ჩემს ნდობას არ იმსახურებენ. კონკრეტულად ვისი დავალება იყო, მისი სახელი და გვარი შენ, ვანო, შეგიძლია, შინაურულად ჰკითხო მიხეილ ჩინჩალაძეს, ჰკითხო ლევან მურუსიძეს, დავალებებს ვისგან იღებდი-თქო. მე ამას ვერ გეტყვი, ჩემგან ნამდვილად არ იღებდნენ, არც დავსწრებივარ, დავალებებს როგორ იღებდნენ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42