კრიმინალური გარჩევები და ქართველების ხარჯზე ფულის შოვნა - ვინ და რატომ გაუსწორდა ოკუპირებული გალის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - ექსკლუზიური დეტალები აფხაზეთიდან
პოლიტიკა - 12:06, 16 Mar, 2019     4001
გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, თემურ ნადარაიაზე თავდასხმის ფაქტზე „ნიუპოსტმა“ ახალი და სკანდალური ინფორმაციის მოპოვება შეძლო.

ნადარაიას თავს სოხუმში, რამდენიმე დღის წინ დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ საჭირო გახდა გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსეთში გადაეყვანათ.

რაც შეეხება მომხდარს „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მარიონეტულმა, ე.წ. სამართალდამცავებმა თავდასხმისას სოხუმში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე დაკითხეს, თუმცა მათი ბრალეულობა არ დადასტურდა. ჩვენი ინფორმაციით, კვალი აფხაზეთში მცხოვრები სომეხი ბიზნესმენებისკენ მიდის და თავდასხმის მიზეზი ნადარაიას ბიზნესსაქმიანობასთან ერთად, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვისას „ფულის გაკეთება“ გახდა.

„2 თვის წინ, როდესაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, თითქოს კარანტინის მოტივით, ე.წ. საზღვარი ჩაკეტეს და ხალხს არ უშვებდნენ, ნადარაიამ ფულის გაკეთება მოინდომა. თუ ვინმეს ენგურზე გადასვლა უსაბუთოდ, სასწრაფოდ დასჭირდებოდა, ნადარაია მათგან 5 ათას რუბლს, დაახლოებით 300 ლარს ითხოვდა. მოსახლეობამ ე.წ აფხაზური პასპორტებისა და ფორმა 9-ის გაკეთება დაიწყო, რომ ერთჯერადად, 300 ლარი არ გადაეხადათ.

ნადარაია აწყობდა თათბირებს, სადაც გალის მოსახლეობას მოუწოდებდა - გააკეთეთ აფხაზური პასპორტები, ნუ ელოდებით, რომ ხიდი გაიხსნებაო”- გვიყვება ინფორმირებული წყარო.

„ნიუპოსტის“ ინფორმატორი ოკუპირებული ტერიტორიიდან, ჩვენთან საუბარში ახსენებს „ტყის ძმების“ ლიდერს, დათო შენგელიასაც.

„როგორც ვიცი, დაახლოებით ერთი თვის წინ, შენგელიამ ნადარაიას პირადად შეუთვალა - შენზე მაგარი ტიპები იყვნენ ადრე შენს ადგილზე და იმათ არ გაუბედავთ ამდენი თვითნებობა, გონს მოეგე, თორემ მე მოგიყვან ჭკუაზეო. 10 დღის წინ კი, როდესაც ნადარაია სოხუმში იმყოფებოდა, გზაზე დახვდნენ სომხები და ე.წ. გარჩევა მომხდარა. ნადარაია როგორ აკეთებს ფულს და როგორ ერჩის ქართველებსო. ნადარაიას შეშინებია და თავის დაცვა დაუწყია - მეც ქართველი ვარო. სწორედ ამ რეპლიკამ გააღიზიანა სომხები, თუ ქართველი ხარ მით უმეტეს რატომ უკეთებ საკუთარ ხალხს ამასო და სასტიკად უცემიათ“- აღნიშნავს „ნიუპოსტის“ წყარო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, სომეხ ბიზნესმენებს თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვთ, არსებული ინფორმაციით, მათ არჩევნებზე თავიანთი კანდიდატის დაყენება სურთ.

„ნიუპოსტის“ რეგიონალური კორესპონდენტი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ სომეხ ბიზნესმენებსა და თემურ ნადარაიას ურთიერთობა პირველად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნადარაიამ აჩაბარაში, ტურისტული კომპანია გახსნა და ერთ-ერთ ქუჩაზე საოჯახო ტიპის სასტუმროები გახსნა. მაშინ ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის ჩარევით, ნადარაია გააფრთხილეს, რომ ბიზნესმენს ვნებები დაემორჩილებინა წინააღმდეგ შემთხვევაში „ააორთქლებდნენ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42