"შსს გაგვაგებინეთ, ბოლობოლო, რა ხდება, ვაცნობიერებთ, რომ მოვლენების თვითდინებით გაშუქებით შესაძლოა მაღალი სახელმწიფო ინტერესი დავაზიანოთ"- ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 20:12, 15 Mar, 2019     2758
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ხურვალეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს:


„რუსთავი 2ის სახელით, პირდაპირ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაგვაგებინეთ, ბოლობოლო, რა ხდება და მედია როგორ მოიქცეს შექმნილ ვითარებაში.

გვესმის და ვაცნობიერებთ, რომ მოვლენების თვითდინებით გაშუქებით შესაძლოა მაღალი სახელმწიფო ინტერესი დავაზიანოთ. ამიტომ, დავემორჩილებით კომპეტენტური ორგანოების მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებს და დანაწესებს. ასე ხდება ნორმალურ სახელმწიფოებში, ასე იყო 2008 წელს და ასეა სწორი. ან გვითხარით რამე და დაგვიწესეთ მოქმედების ფარგლები, ან მერე ნუ დაგვბრალდება, რომ რაიმე ნეგატიური პროცესების განვითარებას შევუწყვეთ ხელი.

გთხოვთ, გააცნობიეროთ, რომ მედიის მენეჯმენტი კრიზის მენეჯმენტის ნაწილია და არ შეიძლება ამ ფაქტორის ასე უყურადღებოდ და თვითდინებაზე მიშვება. ჟურნალისტი საკუთარ ჟურნალისტურ ინსტიქტს ემორჩილება და შესაძლოა ვერ გააკონტროლოს ან საერთოდაც ვერ გააცნობიეროს სახელმწიფო ინტერესის დაზიანება.

ps მინდა მივმართო ყველას, იქნება ეს მედიის წარმომადგენელი, თუ საზოგადოებრივი აქტივისტი: გთხოვთ, მაქსიმალურად შევეცადოთ და თავი შევიკავოთ, რომ უნებლიედ, პატრიოტული თუ მაღალპროფესიული განზრახვებით, პროცესების იმგვარად განვითარებას არ შევუწყოთ ხელი, რაც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს. მთავრობის უგუნურობა და უსუსურობა ვერ იქნება მერე ინდულგენცია, სამწუხაროდ. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ ხელისუფლების საყვარელი სვლაა სხვისთვის ("პროვოკატორები") პრობლემების გადაბრალება. ისიც გვახსოვდეს, რომ ამ ხელისუფლების ღია ნარატივია, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ. მოკლედ, მოვერიდოთ იმას, რასაც მერე გამართლება ვერ ექნება.“- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42