ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე იმსჯელეს
პოლიტიკა - 19:53, 15 Mar, 2019     1062
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს ელჩებს მიეწოდა ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავების, რუსეთის სამხედრო ბაზაზე გადაყვანისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ.


დავით დონდუამ აღნიშნა, რომ ეს არ არის ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა; 2014 და 2016 წლებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულ იქნენ დავით ბაშარული და გიგა ოთხოზორია, ხოლო ზუსტად ერთი წლის წინ, ცხინვალის რეგიონში წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი. ამ კონტექსტში, დავით დონდუამ დელეგაციებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ გასულ წელს ხსენებულ პირებთან დაკავშირებით, რეზოლუციის - „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ" მიღების თაობაზე.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას განიცდის და მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს. მათი ფუნდამენტური უფლებები სისტემატიურად ირღვევა. „მათ უკანონოდ აკავებენ, იტაცებენ და უზღუდავენ თავისუფალი გადაადგილებისა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფლებას"-აღნიშნა დავით დონდუამ.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების არ დაშვების გამო და ხაზი გაუსვა ასეთ ვითარებაში გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების დაუყოვნებლივ განახლების აუცილებლობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42