"ეს იყო ძალიან დასამალი საკითხი და ამიტომ დავმალეთ" - მაია ბითაძის იუმორი ლევან ხაბეიშვილის კითხვაზე (ვიდეო)
პოლიტიკა - 17:29, 15 Mar, 2019     2215

ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიამ გენერალურ გეგმაში ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა რაც ბოტანიკური ბაღის ნაწილისთვის, ზონალური სტატუსის შეცვლაზე სიუჟეტი მედიაში გავიდა.

როგორც აღმოჩნდა, 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, ზონალური სტატუსი ეცვლებოდა.

ტერიტორია ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ეზოს მომიჯნავედ მდებარეობს, სწორედ ამიტომ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ დედაქალაქის მერია ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებას ცდილობდა.

ვიცე-მერი, მაია ბითაძე კი ამტკიცებს, რომ პროექტში ტექნიკური ხარვეზი იყო. დღეს ხაბეიშვილმა ბითაძეს ჰკითხა, ადასტურებდა, თუ არა, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილის მეზობლად მდებარე 14 500 კვ. მეტრს რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსი ედო. რაზეც მას ბითაძემ უპასუხა, რომ გენგეგმაში ეს ხარვეზი უკვე შვიდი თვეა არის.

ხაბეიშვილის კითხვაზე, „ხომ სწორი მითქვამს?“ ბითაძე პასუხობს: „კი, მაგრამ აბსოლუტურად ტყუილია, ის მოსაზრებები, რაზეც საუბრობდით, ვარაუდები და ა.შ.“.

თავად ბითაძე ირწმუნება, რომ ცდომილების შესახებ რამდენიმე თვის წინ გაარკვიეს. კითხვაზე, მაშინ რატომ მიაწოდეს ინფორმაცია „სითი ინსტიტუტს“ მხოლოდ გუშინ, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია "კურიერში" გავიდა, ბითაძემ აღნიშნა: „ცდომილების შესახებ გავიგეთ რამოდენიმე თვის წინ. მე ერთ რამეს ვადასტურებ, თუ გნებავთ ამოვიღოთ „სითი ინსტიტუტის“ მიერ თავდაპირველად შემოტანილი დოკუმენტი, რაც გასწორდა, მაგრამ ონლაინ ტასზე არ იქნა გასწორებული.“

ასევე კითხვაზე, თუ რატომ უარყო გუშინ მერიამ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის სასახლის მეზობლად ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სამშენებლო ნებართვა გაიცემოდა, ბითაძე ამბობს, რომ გუშინ მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე უფლებრივი ზონირების მიხედვით, რეკრეაციული ზონა 2-ის მიუხედავად, მშენებლობა ვერ განხორციელდებოდა.

კითხვაზე, რატომ დამალეს გუშინ ხარვეზის არსებობა თუ ეს ხარვეზი მართლაც იყო, ბითაძემ ხაბეიშვილის იუმორით უპასუხა:

"იმიტომ დავმალეთ, რომ ეს იყო ძალიან დასამალი საკითხი და ამიტომ დავმალეთ"-ამბობს ბითაძე.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42