ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს ეწვია
პოლიტიკა - 16:29, 15 Mar, 2019     1105
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, რალფ რეგენვანუმ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულა. რალფ რეგენვანუ ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.


"მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ვანუატუ ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობენ საქართველოს. მთავარი მიზანი ამ ვიზიტისა გახლავთ ის, რომ, უკეთ გავეცნოთ საქართველოს წინაშე არსებულ საკითხებს, ხელი შევუწყოთ ვანუატუსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, არამხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზე.

საოკუპაციო ხაზის მონახულება დაგვეხმარება გავაცნობიეროთ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს ამ რეგიონში. ჩემთვის, როგორც ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა. როდესაც ამ საკითხზე საერთაშორისო დონეზე იქნება საუბარი, მე მექნება ზუსტი წარმოდგენა არსებული მდგომარეობის შესახებ.

ვანუატუ ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2011 წელს გვყავდა მინისტრი, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა. ჩემი აზრით, ის გარკვეული პირების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მისი ეს გადაწყვეტილება არ იყო სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია. ამ ფაქტის შემდეგ, ვანუატუმ ძალიან მალევე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და აღიარება უკან გაიწვია."- აღნიშნა რალფ რეგენვანუმ.

საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ, რალფ რეგენვანუ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან. დელეგაციის წევრები მოინახულებენ იუსტიციის სახლს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ს და ადგილზე გაეცნობიან უწყებების საქმიანობის სპეციფიკას.

ვიზიტის ფარგლებში, 14 მარტს, ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრა გამართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42