უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენაში დახმარება დასჯადი ხდება - პარლამენტის კომიტეტმა კანონპროეტს მხარი დაუჭირა
პოლიტიკა - 13:36, 15 Mar, 2019     10855

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, თამარ ჩუგოშვილის, აკაკი ზოიძის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, არჩილ თალაკვაძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ზაზა ხუციშვილის, კახაბერ კუჭავას და შოთა ხაბარელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".

როგორც მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განმარტა, ცვლილება ეხება ახალი დანაშაულის გაჩენას სისხლის სამართლის კოდექსში, რაც გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას.

„საუბარია წინასწარი შეცნობით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონო დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და ორგანიზებას და ასევე, ამავე განზრახვის და ფინანსური დაინტერესების მიზნით საქართველოს მოქალაქისთვის უსაფუძვლოდ თავშესაფრის მიღებაში დახმარების აღმოჩენას",-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა 2017 წლის მარტის ბოლოდან გაუჩნდა და სამწუხაროდ, ამ პერიოდის შემდეგ, ძალიან მოიმატა საქართველოდან არალეგალური მიგრაციის ტალღამ ევროკავშირში.

„უვიზო მიმოსვლა არის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ არა უპირობო. როცა ჩვენ ეს შესაძლებლობა მოგვცეს, ევროკავშირმა წინასწარ გაგვაცნო ის პირობები, რომელთა დადგომის შემთხვევაში მოხდებოდა შეჩერების მექანიზმის გამოყენება. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ახლოს იმ მომენტთან, როცა ეს საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს, ვინაიდან არალეგალური მიგრაციის რაოდენობა ძალიან გაიზარდა. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 72%-ით არის გაზრდილი თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა. ასევე, ერთ-ერთი წინაპირობა შეჩერების მექანიზმის გახლავთ საზღვარზე უარის თქმა და ეს მონაცემი 200%-ით არის გაზრდილი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით.

ჩვენი ევროპელი პარტნიორები არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ შეწყვიტონ ეს რეჟიმი და პრობლემები შეუქმნან საქართველოს მოქალაქეებს. პირიქით, მათ აქვთ სრული მზაობა, რომ ხელი შეგვიწყონ, დაგვეხმარონ და უბრალოდ გვთხოვენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და გარკვეულო მექანიზმების, მათ შორის - საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებას, რომელიც მათ საშუალებს მისცემს თქვან, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ძალიან მნიშვნელოვნად, მაღალი პასუხისმგებლობით უდგება ამ პრობლემას და მზად არის მასზე რეაგირება მოახდინოს",- აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

შემოთავაზებული ცვლილებების ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხზე საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირის მასშტაბით, ყველა ქვეყანაში დასჯადია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის თავშესაფრის მიღება და ზოგადად, ქვეყანაში უკანონოდ დარჩენა კრიმინალიზებულია და არსებობს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებიც.

მისივე თქმით, კანონპროექტი არ გულისხმობს იმ პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც უკანონოდ ანუ ვადის დარღვევით იმყოფებიან შენგენის სივრცეში. თამარ ხულორდავამ ასევე აღნიშნა, რომ კანონი მხოლოდ ევროკავშირზე არ გავრცელდება, არამედ აქ საუბარია უკანონო მიგრაციაზე ნებისმიერ ქვეყანაში.

კანონპროქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით (3442 მუხლის პირველი ნაწილით) დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება.

აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე. დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით.

დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოძიების მიზნით შესაძლებელი იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

წარმოდგენილი ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამაშვილმა შეაფასა.

„ვიზალიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლის მონაპოვარი ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხიმგებლობა და თუ საჭიროა ეს პასუხისმგებლობა ვალდებულებად იქცეს, რომელიც აისახება უკვე კანონში, ჩვენ მზად ვართ ამას მხარი დავუჭიროთ" ,- განაცხადა რატი იონათამაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42