საქართველოს ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობასა და ახალ ზელანდიაში, აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა. გიორგი დოლიძის განცხადებით, ფოტოების ავთენტურობის დამადასტურებელი ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ არსებობს:
„ამ ეტაპისთვის არ დასტურდება დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა. პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში ვართ კონტაქტზე პარტნიორებთან. საელჩოს მიერ სათანადო ინსტრუქციების თანახმად გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი.
რაც შეეხება წარწერებსა და მჭიდებს, ერთადერთი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის, რომ ქართულ მხარეს არანაირი ინფორმაცია ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი არ გააჩნია. გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე არ დაგვკავშირებიან. წარწერების შესახებ კომუნიკაცია გამოძიების მხარის პრეროგატივაა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის არავის ოფიციალურად არ მოუმართავს, არ გაგვაჩნია არანაირი ინფორმაცია, რომ ეს წარწერები არის ავთენტური და ნამდვილად იყო მჭიდებზე. მჭიდებზე წარწერები ქართულის გარდა ბევრ სხვა ენაზეა და სხვადასხვა მხედართმთავარია ნახსენები", - აღნიშნა ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






