ჯანდაცვის სამინისტრო „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს
პოლიტიკა - 12:54, 15 Mar, 2019     1043
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელ შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების მდგომარეობისა და სარფთხეების შესწავლა/შეფასება.


ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანარ გაბუნიამ. მისი განმარტებით შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს სანებართვო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღნიშნულის გამო ჯერ კიდევ 2018 წლის 3 აპრილს სსიპ-სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დაწესებულება იყო დაჯარიმებული, თუმცა აუდიტის დასრულების პერიოდისთვისაც კი(2019 წლის მარტი) მენეჯმენტის მხრიდან სანებართვო პირობების გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. რეალურად დაწესებულება დღეისთვის დგას ნებართვის გაუქმების საფრთხის წინაშე.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ცენტრს მიმწოდებელთა მიმართ უფიქსირდება 165 615,0 ლარის ოდენობით კრედიტორული დავალიანება. დავალიანების მიზეზების შესწავლისას გამოვლინდა შემდეგი:

ცენტრმა ვერ შეასრულა სსიპ-ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული ბიზნეს-გეგმა. ბიზნეს გეგმაში ხელოვნურად მოხდა კვებისა და მედიკამენტების ხარჯების შემცირება და გაიზარდა სახელფასო და სხვა ხარჯები. დაწესებულების მენეჯმენტმა ხელფასის სახით გასცა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებულზე 81 624,0 ლარით მეტი თანხა, რაც გახდა ცენტრის კრედიტორული დავალიანების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი.

ამდენად, ცენტრის 2018 წლის ბიზნეს-გეგმა თავიდანვე ისე განისაზღვრა მენეჯმენტის მიერ, რომ ვერ უზრუნველყოფდა ცენტრის საჭიროებებს, რაც გახდა ცენტრის კრედიტორული დავალიანების წარმოქმნის კიდევ ერთი მიზეზი.

დავალიანების წარმოქმნა ძირითადად გამოიწვია ცენტრის მენეჯმენტის არასწორმა ფინანსურმა პოლიტიკამ. ამდენად, ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება დგას რეალური საფრთხის წინაშე.

აღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა გასცა შემდეგი რეკომენდაციები:

1.შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების მდგომარეობისა და სარფთხეების შესწავლის/შეფასების შესახებ ანგარიში გადაეგზავნოს სსიპ-სახელმწიფოქონებისეროვნულსააგენტოს, რათა განიხილოს ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;

2. დაისვას საკითხი სსიპ-სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წინაშე განიხილოს დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნის საკითხი.

დროებითი მმართველის შესთვილთანავე უმოკლეს ვადაში გაიწერება დაწესებულების რეაბილიტაციისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების დეტალური გეგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42