მინისტრის თქმით, სამხედრო პოლიციამ სწრაფად გახსნა საქმე, რომლიდანაც ირკვევა, რომ ორი წვევამდელი სხვებზე ფიზიკურად ძალადობდნენ, რის მიზანსაც სახელფასო ბარათების გამოძალვა წარმოადგენდა.
„ორმა წვევამდელმა სხვა წვევამდელებზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა და ასევე, ამ ფიზიკური ზეწოლის შედეგად სურდათ სახელფასო ბარათების მოპოვება. თანაც წვევამდელები, რომლებიც არიან დაკავებულები ამ ინციდენტის შემდეგ სულ რაღაც ორ დღეში, ასრულებდნენ სავალდებულო სამსახურს ჯარში. როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ, სულ რაღაც ერთ დღეში, ჩავატარეთ მყისიერად საგამოძიებო მოქმედებები და დავადგინეთ რეალურად რა მოხდა და შესაბამისად, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრმა მომხდარში ოფიცრების მონაწილეობის მიღება კატეგორიულად გამორიცხა:
„კატეგორიულად გამოვრიცხავ, ბევრი სპეკულაციები იყო, არავითარი მონაწილეობა ოფიცრებს არ ჰქონიათ, ეს მოხდა წვევამდელებს შორის,“ - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






