„ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს“ - კალაძის მტკიცებით, შუშის სასახლის მოსაზღვრე სკანდალურ 14 ათას კვ.მ-ს სტატუსი არ ეცვლება
პოლიტიკა - 11:37, 15 Mar, 2019     1313
თბილისის საკრებულომ დღეს დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე უნდა იმსჯელოს და დაამტკიცოს. გუშინ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ფაქტებს ეყრდნობოდა, ბოტანიკური ბაღის 14 ათას კვადრატულ მეტრს სტატუსი ეცვლება და მასზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა, აღნიშნული ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის სასახლეს ესაზღვრება.

ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, დღეს, დედაქალაქის მერმა გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ აღნიშნულთან ივანიშვილს კავშირი არ აქვს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის მიდებარე ტერიტორიას სტატუსი არ შეეცვლება და ე.წ. რეკრეაციული ზონა -1, რეკრეაციული ზონა 2-ით, არ ჩანაცვლდება:

„არ არის ეს სწორი, თქვენ შეცდომაში შეგიყვანათ ოპოზიციამ, ტელეკომპანია „რუსთავი2“. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გაჟღერებული იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი იქ აკეთებდა რაიმე მშენებლობას და ა.შ. ეს რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რახან ესაზღვრება, ეს არ ნიშნავს რომ ივანიშვილის საკუთრებაა. ამ ადგილს არანაირი სტატუსი არ ეცვლება, როგორც იყო რეკრეაციული ზონა-1, იქნება ისევ რეკრეაციული ზონა-1“-აცხადებს კალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42