რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ოტობაიადან გატაცებული ლევან ძანძავას შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გატაცებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ძანძავას სახლში რამდენიმე ნიღბიანი შეუვარდა. ძანძავას ნათესავის ირაკლი ბახტაძის განცხადებით, ნიღბიანმა პირებმა სახლში ხელყუმბარა მიიტანეს და აღნიშნული დაკავების საფუძვლად გამოიყენეს.
ბახტაძე ყვება, რომ წინააღმდეგობის შემდეგ ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ლევან ძანძავას მშობლებსაც.
„სპეცრაზმელები, რომლებიც ნიღბებში იყვნენ გამოწყობილები, რამდენიმე ადამიანი შეუვარდა ლევანის ოჯახს. როგორც მიყვებიან, მათ დადეს ხელყუმბარა, რომლის მეშვეობითაც ლევანი საწოლიდან გადმოაგდეს, შემდეგ გაიყვანეს გარეთ და სასტიკად სცემეს. როდესაც მამამისმა წინააღმდეგობა გაუწია, დაადეს ხელბორკილები, რომელიც ლევანის გვერდით სასტიკად აწამეს. დედამისიც არის ნაცემი. ლევანის დაუდეს ხელყუმბარა იმისათვის, რომ აეყვანათ, თუმცა ამ ეტაპზე ლევანი უკვე გათავისუფლებულია,“-განაცხადა ლევან ძანძავას ნათესავმა ირაკლი ბახტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






