უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება
პოლიტიკა - 10:40, 15 Mar, 2019     37903
უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება - პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს.


როგორც განმატებით ბარათშია ნათქვამი აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე, ხოლო ჯგუფის მიერ სამიდან ექვს წლამდე .

სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ქმედითი მექანიზმების შემუშავება და მკაცრი პოლიტიკის გატარება იმ პირების მიმართ, რომლებიც სარგებლის მიღების მიზნით ორგანიზებას უწევენ/შესაბამის პირობებს უქმნიან საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისათვის, ასევე, ხელს უწყობენ/ორგანიზებას უწევენ თავშესაფრის მიღებისას საქართველოს მოქალაქის მოწყვლადობის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენას, რათა, ერთი მხრივ, შემცირდეს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების მაჩვენებელი, ხოლო, მეორე მხრივ, თავიდან იქნეს აცილებული ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხის დაყენება.

კანონპროქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-2 მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით.

დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

პროექტი უმრავლესობამ მოამზადა. კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა

კანონპროექტის ერთ-ერტი ავტორის თამარ ხულორდავას თქმით, რეგულაციების მიზანი ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა და უკანონო მიგრანტთა რაოდენობის შემცირებაა.

„საუბარი არის ძალიან კონკრეტულად იმ პირებზე, რომლებიც უწყობენ ხელს ჩვენს მოქალაქეებს იმაში, რომ უკანონოდ დარჩნენ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, არალეგალური მიგრანტები გახდნენ. ან ეხმარებიან დოკუმენტების გაყალბებით და ასე შემდეგ, უსაფუძვლოდ განაცხადი შეიტანონ თავშესაფრის მისაღებად,“- განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42