„ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც აპირებს სავარაუდოდ გაფართოვდეს და ახლა 14 ათას კვადრატულ მეტრზე დამატებით ის ზონა დაიდო, რაც მას უნდოდა. სადაც უნდა ყოფილიყო გამწვანება, არის გაცემული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვა და ეს ნებართვები ძირითადად მიღებული აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან."-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აბსურდულ ბრალდებებს უწოდებენ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპონენტებს, პოპულიზმში ადანაშაულებენ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ოპოზიციის განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და არ შეესაბამება სიმართლეს.
მასალის გამოყენების პირობები






