კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს
პოლიტიკა - 09:40, 15 Mar, 2019     2042
კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ისინი აეროპორტში გააჩერეს და საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს და უკვე მეოთხე დღეა აეროპორტის წინასწარი დაკავების ოთახში იმყოფებიან. მათ შორის არის მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ონიანი.


საქართველოს მოქალაქეების თქმით, მათთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ. მათი მტკიცებით, საბუთები წესრიგში აქვთ და ლარნაკაში ტურისტულად ჩადიოდნენ.

„ყურადღებას არ გვაქცევს არავინ. არაფერს გვეუბნებიან. ყველა საბუთი გვქონდა მწყობრში, კაცი შვილი პატრონი არ გამოჩენილა. ჩვენით თუ რაღაცას ველაპარაკებით და ვაგებინებთ, მაგრამ გვეუბნებიან ჩვენ დაცვა ვართ და არაფერი საქმე არ გვაქვს თქვენთანო. საელჩოს დავურეკეთ, მაგრამ ვერ გავხდებითო ვერაფერსო. უფლება არ გვაქვს, ამათ კანონებს ვერ ვეწინააღმდეგებითო.“-განაცხადა გიორგი ონიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსული შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კონტაქტზეა. უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებმა ტურისტული ვიზიტი ვერ დაადასტურეს, რასაც მათი საზღვარზე გაჩერება მოჰყვა. რვავე მგზავრს ლარნაკას სავარაუდოდ, შაბათს დაატოვებინებენ და საქართველოში დააბრუნებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42