„ანაკლიის პორტი საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული პროექტია“ - დავით ზალკალიანი
პოლიტიკა - 20:29, 14 Mar, 2019     1461

დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას განიხილავს როგორც ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს. მინისტრის განცხადებით, ამას ადასტურებს თავად ის ფაქტიც, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შესულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში, როგორც მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე, პროექტი შესულია ევროკავშირის მიერ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სატრანზიტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში, ასევე საყურადღებოა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის თემა ყოველთვის განიხილებოდა აშშ-ს მხარესთან მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრების, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომებისა და ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

"საქართველოს მთავრობა დღიდან პროექტის ინიცირებისა ხაზს უსვამს აღნიშნული პროექტის პრიორიტეტულობას მათ შორის ყველა მაღალი ტრიბუნიდან. ის რომ ანაკლიის პროექტი ჩასმულია ევროკავშირისთვის პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრანზიტო ქსელის ფარგლებში, ასევე ანაკლიის პროექტი მუდმივად დგას ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკირი ჯგუფის სამუშაო შეხვედრების დღის წესრიგში და სხვა. ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება იმის თქმა რომ სახელმწიფოსთვის აღნიშნული პროექტი არ არის პრიორიტეტული. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მომავალშიც ასე იქნება"- განაცხადა მინისტრმა.

საყურადღებოა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში და მაღალი დონის შეხვედრებზე მუდმივად საუბრობენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, ისევე როგორც Hongqiao International Trade Forum-ის ფარგლებში ანაკლიის პორტის მნიშვნელობის ხაზგასმა.

„აღსანიშნავია, რომ 4 მარტს რუმინეთში ვიზიტის დროს, სატრანსპორტო კორიდორის ინიცირებასთან დაკავშირებით ოთხმხრივ მინისტერიალზე (საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით) გამოსვლისას ვისაუბრე ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ასევე ანაკლიის პორტზე საუბარი არის მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაში "- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც წარადგინა 2019-2022 წლის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე აგადადგმული ნაბიჯების შესახებ 2018 წლის ანგარიში. სხდომის ფარგლებში მინისტრმა დეპუტატების შეკიტხვებს უპასუხა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42