უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს დეპუტატების მწვავე კითხვებს იპასუხა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციის კრიტიკა ხელისუფლებისადმი, რომლებმაც განაცხადეს, რომ საგარეო პოლიტიკა ყველა დონეზე ჩიხშია შესული:
„ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ჩიხში შესული რუსეთის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. როგორ შეიძლება ჩიხურ სიტუაციაზე ვილაპარაკოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, როდესაც ასეთი წარმატებული ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან. არ არსებობს მარალი დონის შეხვედრა, ორმხრივი ფორმატი,. როგორ გგონიათ, ის, რაც ხდება მკვლელობა ქართველების, ჩვენ არ გვტკივა და არ მიგვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობამდე? როგორ გგონიათ ამაზე, როგორ შეიძლება თვალი დახუჭო. მე არანაირი თანამდებობა არ მაინტერესებს, ჩემი შვილების და შვილიშვილების წინაშე უნდა ვიყო პასუხისმგებელი, რომ არაფერი დავაკელი ამ მოცემულ გარემოებაში. 2008 წელს, როდესაც ახალი დამთავრებული იყო ომი რუსეთთან, რატომ ვერ შეძელით სანქციების მიღება? ეს ხომ ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია იყო, რომ გაგეკეთებინა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო საქართველოზე მობყრობილი“ - აღნიშნა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






