პარლამენტის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს. მოგვიანებით კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა ფორმატი და დავით ზალკალიანს ბევრ მწვავე კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუ რატომ არ ნიშნავს საქართველოს ელჩს საფრანგეთში:
“დოკუმენტში ძალიან ვრცლად გიწერიათ საფრანგეთის მნიშვნელობაზე, მასთან ორმხრივ ურთიერთობაზე, შექმნილია სპეციალური დიალოგი... ხომ ვერ მეტყვით, ვინ არის საფრანგეთში საქართველოს ელჩი? ამ დოკუმენტში გიწერიათ, რომ ფოკუსირებას აპირებთ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე და შვიდი თვეა საფრანგეთში ელჩს რომ ვერ ნიშნავთ, მანდ რას აპირებთ?! კოსმოსის მილიტარიზაციაზე რა პოზიცია გაქვთ - მონაწილეობის მიღებას აპირებთ კოსმოსის მილიტარიზაციაში თუ მილიტარიზაციის წინააღმდეგ?“, - მიმართა კითხვით ბოკერიამ დავით ზალკალიანს.
მასალის გამოყენების პირობები






