თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის მიერ მოპოვებული ფაქტების თანახმად ირკვევა, რომ ბოტანიკური ბაღის გარკვეულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვაა გაცემული.
საუბარია, 14 000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ეზოს ემიჯნება.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალ გენერალურ გეგმაში არის ზოგიერთი ადგილი სადაც სტატუსი იცვლება:
„რატომ არ იღებთო მაგაზე გვეჩხუბებოდნენ და ჯვარს გვაცვეს, რომ გენგეგმას არ იღებენო და მთელი ამბები ჰქონდათ ატეხილი. ახლა გენგეგმას ვიღებთ და დაჩქარებულიაო. რა გავაკეთოთ, გვითხარით მაშინ ჩამოყალიბდით და გაგვიწერეთ დროში. არის ზოგიერთი ადგილი სადაც სტატუსები იცვლება, თუმცა უმეტესობა მინდა გითხრათ, რომ არის რეკრეაციული ზონები დადებული,ასევე სატყეო და ლანდშაფტური. თქვენ შეგიძლიათ პროცენტულად მიიღოთ, დეტალური მონაცემები და ნახავთ, რამხელა სხვაობაა და როგორ არის გაზრდილი რეკრეაციული ზონები, ლანდშაფტური და სატყეო ზონები,“-აცხადებს კახა კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






