ივანიშვილი ალასანიას დაკავებას გეგმავდა - დავით ბერძენიშვილის სკანდალური განცხადება
პოლიტიკა - 18:11, 14 Mar, 2019     1569

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა. ბერძენიშვილი უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომას იხსენებს, რომლის ფარგლებშიც ივანიშვილმა აჩვენა, რომ მას ირაკლი ალასანიას ჩამოშორება სურდა:

„შეტევა იყო ირაკლი ალასანიაზე, მაშინ ბიძინა ივანიშვილი ამბობდა და უმრავლესობის სხდომაზეც თქვა, რომ ერთი-ორი კაცი თუ დარჩება მასთან, თორემ დანარჩენები არ დარჩებიანო, მაგრამ დარჩნენ. ნინო გოგუაძეზე იყო გაბრაზებული იმიტომ, რომ ეიმედებოდა ნინო გოგუაძე. ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია პარტნიორობა. მას შეუძლია მარტო პატრონობა და ის კომფორტულად გრძნობს თავს მხოლოდ ყმებთან ურთიერთობაში. არ ვეყმეთ ჩვენ, არ ეყმო ირაკლი ალასანია.

აქ არის კორუფცია, ეს იყო მისი სიტყვა, აქ არის დანაშაული და ირაკლი ალასანიამ ეს მოძებნა ფორმად და იმიტომ მიდის ოპოზიციაში, რომ პოლიტიკას შეაფაროს თავი. ის ლაპარაკობდა ირაკლი ალასანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მას ჰქონდა გადაწყვეტილი ირაკლი ალასანიას ჩამოშორება. ეს მისი სტილია. არ დაუშავებია, ვერ დაუმტკიცეს ალასანიას დანაშაული. ამ სხდომას ესწრებოდა მაშინ ჯერ კიდევ „თავისუფალი დემოკრატი“ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. თეა წულუკიანმა არ მოიწონა დეპუტატების გამოსვლა, პირდაპირ ბიძინას არ დაუპირისპირდა, მაგრამ მან ის პოზიცია გამოხატა, მაგრამ იმ დეპუტატებს, რომლებიც აყვნენ ბიძინა ივანიშვილს და კორუფცია, კორუფცია იძიეს, იმათ უთხრა, რომ მე არ ვიცი მინისტრმა და თქვენ საიდან იცით მასალებიო,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

აღნიშნულზე საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია აცხადებს, რომ პარტიაში ვერ მალავდნენ ირაკლი ალასანიასა და პარტიის წინააღმდეგ მიმართულ განზრახვებს:

„შემდეგ ჩვენ ვნახეთ კობახიძის განცხადება, რომ ისიც თურმე იცნობდა საქმის მასალებს. თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული საქმე იყო. თავისუფალ აზრს ამ შემთხვევაში დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალას და პიროვნებას და პერსონალიებს ვერ გუობს ივანიშვილი და აქედან გამომდინარე, მისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო და ირაკლი ალასანიაც საუბრობდა, რომ ეს ხალხი გამოუშვით გარეთ, ჩემთან გაქვთ საქმე და აგერ ვარ, ნუ გყავთ ეს ადამიანები ტყვეობაში.

"როდესაც ივანიშვილი საიდუმლო საქმის მასალებზე, ვთქვით, რომ საიდან იცის ამ ადამიანმა საქმის მასალები, როცა იმ დროს მე ადვოკატს არ მაცნობდნენ საქმის მასალებს, პროკურატურა. ადამიანი სრულიად უკანონოდ საქმის მასალებს გვიყვებოდა. ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ინფორმაცია. უნდა გაჩენილიყო კითხვები, დაწყებულიყო გამოძიება, თუ ვინ მიაწოდა ივანიშვილს საქმის მასალები, უნდა დაკითხულიყო ივანიშვილი. დაკითხა ვინმემ? არავინ“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42