„ფაქტი, რომ გარდაცვალება მოხდა რუსეთის სამხედრო ბაზაზე, საგულისხმოა“ - საფრანგეთის ელჩი კვარაცხელიას საქმეზე
პოლიტიკა - 17:53, 14 Mar, 2019     1241

ოკუპირებულ აფხაზეთში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე გამოეხმაურა. დიპლომატის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ორი დღის წინ მომხდარ ფაქტს დაადგენს და გაირკვევა თუ რა მოხდა რეალურად:

„პირველ რიგში, მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ყოველ ჯერზე, როდესაც ადგილი აქვს მსგავს შემთხვევებს, ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უაღრესად შეშფოთებულები ვართ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოძიება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, იქნება გამჭირვალე კეთილსინდისიერი და დადგინდება რეალობაში რა მოხდა. იმიტომ რომ მედიიდან ძალიან სხვადასხვაგვარი ინფორმაცია მოდის, მაგალითად თვითმკვლელობის, სასტიკად ცემის თუ სხვა ფაქტების შესახებ, რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს. თუმცა ფაქტი, რომ ახალგაზრდის გარდაცვალება მოხდა რუსეთის სამხედრო ბაზაზე, არის საგულისხმო ინფორმაცია და საჭიროა გამახვილდეს ყურადღება,“ - აცხადებს პასკალ მენიე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42