პიტერ თირინგი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 18:03, 14 Mar, 2019     1045

ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, პიტერ ტირინგმა, რომელიც ამავდროულად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დანერგვისას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით არსებობს რისკი, რომ ამ პერიოდში გამოჩნდნენ არასანდო კომპანიები, რომლებიც მხოლოდ მოგების მიღების მიზნით შემოვლნენ ბაზარზე, გარკვეული თანხის მიღების შემდეგ კი მალევე გაქრებიან , რაც ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას დიდ ზიანს მიაყენებს.

მნიშნელოვანია, რომ ზედამხედველობსი სამსახურმა თვალყური ადევნოს და დაინახოს თუ რა ოდენობის კაპიტალი შემოდის სადაზღვევო ბაზარზე, ასევე ნახოს, რომ აღნიშნული კაპიტალი გრძელვადიანი პერიოდით იდება ქვეყანაში და მოკლევადიან პერიოდში მოგების მიღებაზე არ არის მხოლოდ ორიენტირებული, რისი მაგალითებიც ძალიან ბევრია მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე. საქართველომ ისეთ ინვესტორებზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება, რომლებიც გრძელვადიანი პერსპექტივით უყურებენ ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე ინვესტირებას. აქ კონკრეტულად ვგულისხმობ სავალდებულო დაზღვევის ბაზარს. ბევრი არაკეთილსინდისიერი ან ნაკლებად პროფესიონალური კომპანია შეიძლება გაჩნდეს, რომლებიც ვერ შეძლებენ ვალდებულების შესრულებას ან უბრალოდ კაპიტალს დააგროვებენ და მერე გაქრებიან, მათი ვალდებულებები კი ჩვენ, ბაზრის მოანწილეებმა უნდა გავისტუმროთ და ეს დიდი პრობლემა იქნება სექტორისთვის. ჩვენს 24 ქვეყანაში გვაქვს ბიზნესი და გვაქვს ეს სამწუხარო გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ამიტომ სიფრთხილისკენ მოვუწოდენ ზედამხედველობის სამსახურს, რომ არ დაუშვას მსგავსი მოთამაშეების გაჩენა ბაზარზე. - განაცხადა თირინგმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა იყო.

ღონისძიებაზე, ქართული და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების პირველმა პირებმა, საქართველოს სადაზღვევო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებზე, ბაზრის ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სადაზღვევო სისტემაში სხვადასხვა საერთაშორისო ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42