“უჩვეულოა, რომ საქართველოში ბანკები სადაზღვევო კომპანიებს ფლობენ“ - პიტერ თირინგი, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
პოლიტიკა - 17:33, 14 Mar, 2019     943

„ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, პიტერ თირინგმა, რომელიც ამავდროულად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, დაზღვევის საერთაშორისო კონფერეცნიაზე საქართველოს სადაზღვევო სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიების და ბანკების პარტნიორობა ორივე მხარისთვის მომგებიანია, თუმცა როცა ბანკი ფლობს სადაზღვევო კომპანიას, ამან სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარება შეიძლება შეაფერხოს.

„ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის რისკების მართვის მოდელი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. დაზღვევის ძირითადი საქმიანობა რისკებთან გამკლავება, რისკების მენეჯმენტია - ბანკისთვის კი მთავარი ამოცანა რისკის თავიდან აცილებაა. მეორე ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ამ ორ სექტორს შორის ის არის, რომ ბანკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოკლევადიანი მოგება, ხოლო სადაზღვევო ინდუსტრის სტრატეგია კი გრძელვადიან ინვესტიციებს ეფუძნება, რაც მათ გრძელვადიან პესპექტივაში ვალდებულებების შესრულების საშუალებას მისცემს. ეს აქტუალური გახდება სავალდებულო პასუხისმგებლობის კანონის ამოქმედებისას, რადგან ამ ბაზარზე მოკლე ვადაში მოგებას სადაზღვევო კომპანია ვერ მიიღებს. რამდენიმე წლის განმავლობაში მთავარია კაპიტალის დარეზერვება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლონ ვალდებულების შესრულება, რაც ბანკისთვის უჩვეულო შეიძლება იყოს. “- აცხადებს თირინგი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა იყო.

ღონისძიებაზე, ქართული და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების პირველმა პირებმა, საქართველოს სადაზღვევო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებზე, ბაზრის ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სადაზღვევო სისტემაში სხვადასხვა საერთაშორისო ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42