„მიმართვა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთავრობის რეალურ მმართველს“ – „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები
პოლიტიკა - 14:57, 14 Mar, 2019     1262
„ომეგა კგუფის“ თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილს მიმართვას უგზავნიან. ფაბრიკის თანამშრომლების აცხადებენ, რომ „ომეგას“ მხრიდან შეთავაზების მიუხედავად , რომ სრულად გაისტუმროს საგადასახადო ვალდებულება მთავრობისთვის წარდგენილი გრაფიკის მიხედვით, მთავრობა, მათი განცხადებით, არ აძლევს საშუალებას ფაბრიკამ მუშაობა განაგრძოს.

„ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელბის მიმართვას.

„მოგმართავთ „ომეგა ჯგუფის“ მშრომელი ხალხის, 1500 თანამშრომლის სახელით, ბოლო პერიოდში განვითარებული მდგომარეობის გამო.

ბატონო ბიძინა, ჩვენთვის, უბრალო მშრომელი ხალხისთვის, კარგად გასაგებია მიზეზი ომეგას ფაბრიკის გაჩერების, რომელიც მდგომარეობს მთავრობის განაწყენებაში, რადგან ჩვენმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა პირველად საქართველოში გამოამჟღავნა მტკიცებულებები კორუფციის გამოძალვისა და რეკეტის მმართველ ვერტიკალში და ამავე დროს, არ შეასრულა თქვენი მოთხოვნა, არ წაიკითხა პრეზიდენტის არჩევნების დროს გადმოცემული ტექსტი, როგორც თქვენთან დაახლოებულმა და მერე მოძულებულმა ბანკირმა ჩაიდინა.

ჩვენ, უბრალო მშრომელი ხალხი ვმუშაობთ „ომეგა ჯგუფში“ თითქმის 30 წელია. გვეამაყება, რომ ჩვენი შრომის შედეგად ბიუჯეტში „ომეგა ჯგუფმა“ შეიტანა 1,5 მილიარდზე მეტი ლარი და ამავე დროს, ჩვენი შრომის შედეგი არ ემსახურებოდა კორუფციას, მაგალითისთვის 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ავმუშავდით, შევიტანეთ 6 მლნ. ლარი, ხოლო ჩვენმა ხელახალმა გაჩერებამ 2019 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში დააკარგვინა სახელმწიფო ბიუჯეტს 12 მლნ. ლარი.

ჩვენ, „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების სახელით, რომლებსაც ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ საქართველოს კონტიტუციით მონიჭებულ შრომის უფლებას, ჩვენს ფაბრიკაში და კომპანიაში, რომელიც სულ წარმატებული იყო მისი არსებობის პერიოდში, 30 წლის განმავლობაში, როგორც ჩვენი ოჯახებისთვის, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და არ შევიქმნებით მსხვერპლი მთავრობის უკანონო შურისძიების.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ სახელწიფო ბიუჯეტში შენატანი და ჩვენი ოჯახების შემოსავალი „ომეგას“ ფაბრიკის უწყვეტი წარმოებით გამომუშავდება, ჩვენ კი სამწუხაროდ, მთავრობა არ გვაძლევს ფაბრიკაში მუშაობის საშუალებას, „ომეგას“ მხრიდან შეთავაზების მიუხედავად , რომ სრულად გაისტუმროს საგადასახადო ვალდებულება მთავრობისთვის წარდგენილი გრაფიკის მიხედვით.

მაგალითად, წინა მთავრობის დროს, 2004 წელს „ომეგამ“ მიიღო რესტრუქტურიზაცია, 5 წლის განმავლობაში წარმატებით გაისტუმრა და ამავე დროს, იგივე მთავრობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში 700 მლნ. ლარზე მეტი შეიტანა.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული გრაფიკი, რომ სრულად დაფაროს არსებული ვალდებულება, მთავრობისთვის უნდა იყოს მისაღები, რაც საუკეთესო იქნება სახელმწიფოში ბიზნესის თავისუფლებისთვის, კორუფციის და ძალმომრეობის აღმოფხვრისთვის საქართველოში და „ომეგა ჯგუფი“ კი ასევე, იქნება წარმატებული ბიზნესის, მშრომელი ხალხის უფლებების და თავისუფლების საუკეთესო მაგალითი.“ - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42