თიბისი ბანკის საქმეზე კიდევ 4 წელის შინაარსი ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, მამუკა ხაზარაძემ სამი უშუალოდ გახარიას, ხოლო ერთი შს სამინისტროს გაუგზავნა
გასული წლის 16 ივლისს „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა განხორციელდა. ბანკის თანამშრომლებმა პირად ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს შეტყობინებები, რომლებიც თითქოს შემოსავლების სამსახურიდან გაიგზავნა და ტენდერებს ეხებოდა. რეალურად კი მიბმული ფაილი ეგრეთ წოდებულ მავნე კოდს შეიცავდა.
წერილში მითითებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვირუსის საშუალებით მის შემქმნელს კომპიუტერის კონტროლი შეუძლია. ტროიანი კომპიუტერზე წვდომას ამარტივებს, მას შეუძლია მოიპაროს ინფორმაცია და ავნოს მთელ სისტემას. არსებობს ამ ვურის ვარიანტი - „ტროიან-ჯაშუში“, რომელსაც მალულად კომპიუტერშ სხვადასხვა პროგრამების საინსტალაციოდ იყენებენ, ერთ-ერთი ასეთი პროგრამა გახლავთ, საშუალება, რომლითაც მესამე, დაინტერესებულ პირს შეუძლია კლავიატურაზე აკრეფილი ინფორმაციის წაკითხვა.
წერილის მიხედვით, ბანკმა საქმის გამოძიება და დამნაშავე პირების დადგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვა. შედეგად კი ბანკმა თითქმის გამოძიებული მასალა მიაწოდა უწყებას, სერვერის დადგენილი მისამართი, ვირუსის მისამართი სერვერზე, სამინისტროს კი მხოლოდ შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინა. სამართალდამცავების პარალელურად გამოძიება „თიბისი ბანკმა“ განაგრძო.
მეორე წერილი მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას 15 აგვისტოს გაუგზავნა და მიაწოდა ე.წ. მავნე სერვერის მისამართი და დარეგისტრირებული შპს-ს სახელწოდება - რუსთაველის გამზირი N12, შპს „გრევითი“, რომელსაც სოციალურ ქსელში მრავალი გვერდი აქვს შექმნილი.
ხაზარაძე, რომელიც წერილში შს მინისტრს, საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს, ამბობს, რომ პასუხი კვლავაც არ მიუღია.
არსებული ინფორმაციით შპს „გრევითი“ ეკუთვნის 1995 წელს დაბადებულ იური მურადიანს, რომელიც ცხოვრობს თბილისში, ვარკეთილში და მეზობლების ინფორმაციით, არის სტუდენტი.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველის 12 ნომერს უკავშირდება კოკა ყანდიაშვილის ე.წ. ბოტების ქარხანაც, საიდნაც, „შაბათის კურიერის“ ინფორმაციით, ე.წ. ტროლების გავრცელება ხორციელდებოდა სხვადასხვა პირებზე, პოლიტიკოსებსა და საზოგადოებისთვის აქტიურ წევრებზე. თუ რა კავშირი აქვთ აღნიშნულ ბოტების ქახანასა და „თიბისი ბანკზე“ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, ჯერკერობით უცნობია.

მასალის გამოყენების პირობები






