დიდი პოტენციალი გვაქვს საიმისოდ, რომ ვიყოთ ძლიერი და განვითარებული ქვეყნები, კავკასიას კი დავუბრუნოთ მისი ისტორიული დანიშნულება- ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 14:31, 14 Mar, 2019     929

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის სახელით, ერევანში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და აღნიშნეს, რომ სტუმართმოყვარეობასა და მეგობრობას ორივე ქვეყნის ხალხები განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ეპყრობიან, რაც საერთო ღირებულებებზე მიანიშნებს.

,,ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორია, პირველ რიგში, მითოლოგიამ შემოგვინახა - ქართლოსისა და ჰაოსის ამბით, და ეს ნიშანდობლივია.

ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრებიც თითქმის ერთ პერიოდში გავხდით.

ასევე ერთდროულად - 1918 წელს - გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა; პრაქტიკულად, ერთდროულად დავკარგეთ და შემდეგ, პრაქტიკულად, ერთდროულადვე აღვადგინეთ იგი.

ქართველებსა და სომხებს ის ღირებულებები გვაერთიანებს, რაზეც ისტორიულად იდგა კავკასია.

კულტურა კი არის ის სფერო, სადაც ჩვენი სიახლოვე განსაკუთრებით კარგად ჩანს. საიათნოვას, არამ ხაჩატურიანის, ფარაჯანოვის, შარლ აზნავურის, გივი შაჰნაზარისა და კიდევ არაერთი დიდი ადამიანის სახელით ვამაყობთ ქართველებიც და სომხებიც.

მინდა მოგახსენოთ, რომ წელს საქართველოში სომეხი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანისა და სომეხი კომპოზიტორის - კომიტასის 150 წლის იუბილე აღინიშნება. თუმანიანის შემოქმედების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემოდგომაზე დიდ საიუბილეო საღამოს გავმართავთ.

ვფიქრობ, რომ კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების გარდა, გვჭირდება ზოგადად, თანამშრომლობის სპექტრის გაფართოება.

ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს საიმისოდ, რომ ვიყოთ ძლიერი, განვითარებული ქვეყნები და კავკასიას დავუბრუნოთ ის დანიშნულება, რაც მას ისტორიულად ჰქონდა.

ერთმანეთის მხარდაჭერა ამ გზაზე დიდ წარმატებებს მოგვიტანს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის განცხადებით, სომეხი და ქართველ ხალხში ცოცხლობს გენეტიკური მეხსიერება მეგობრობის შესახებ და დღეს, ეს მეგობრობა არა ლეგენდა და მითი, არამედ რეალობაა, რომელიც რეგიონულ პარტნიორობაშია გამოხატული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42