ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშზე, მოსამართლეებმა გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ,რ ომ ანგარიში საქართველოს NGO-ების მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა.
აღნიშნულს იუსტიციის საბჭოს არამსოამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ანგარიშში ვერ მოხვდება ფაქტები, რომლებიც სანდო და დადასტურებული არ არის:
„მოსამართლე წევრების შეფასებას ვუწოდებდი, რომ ისინი ცდილობენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ. ცდილობენ, რომ თავიანთი თავი დაიცვან, რადგან თავად არიან კლანის წარმომადგენლები და ბუნებრივია, მათ სხვაგვარი შეფასება ვერც ექნებოდათ. როგორ შეიძლება, ვერ ენდო ასეთ მნიშვნელოვან ანგარიშს, რომელიც მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელსაც აწოდებენ ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი. თუ სანდო არ არის ინფორმაციის წყარო, ეს ანგარიშში ვერ მოხვდება. ანგარიშზე საუბარია კლანზე, ლევან მურუსიძის დანიშვნაზე, რომელიც ფორსირებული იყო. ანგარიშზე საუბარია კლანზე, ეს ხელისუფლებისთვის უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რომ მან განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც სასამართლო სისტემასა და საბჭოში კლანის არსებობას შეზღუდავს,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






