საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის ფაქტზე კომენტირებისას, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მომხდარი არის ხელისუფლების ე.წ. დათმობის პოლიტიკის შედეგი.
გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ერთი რუსიც არ ჰყავს შეყვანილი, ეს კი იმის დასტურია, რომ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობაში არჩეულ კურსს ე.წ. დათმობის პოლიტიკას არ ცვლის.
"ფაქტია, რომ სიკვდილი მოჰყვა ამ ახალგაზრდის გატაცებას და ეს უკვე გახდა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური სატკივარი გატაცება წამება. ის, რომ ხელისუფლება არ იღებს შესაბამის ზომებს, ტატუნაშვილის სიაში ერთი რუსიც კი არ არის შეტანილი და მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები არინ მოქცეული. ხელისუფლება არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს და ეს სწორედ არის რუსეთისადმი ამ ე.წ. დათმობების პოლიტიკის შედეგი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






