"ბატონო ბიძინა, ჩვენი ფაბრიკის გაჩერების მიზეზი, ოქუაშვილისადმი ხელისუფლების განაწყენებაა" - "ომეგას" თანამშრომლები ივანიშვილის მიმართავენ
პოლიტიკა - 13:25, 14 Mar, 2019     1368
„ომეგა ჯგუფის“ 1500-მდე თანამშრომელმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საჯარო განცხადებით მიმართა და კომპანიის საგადასახადო დავალიანების დაფარვა მთავრობისთვის „ომეგას“ მიერ შეთავაზებული გრაფიკით მოითხოვა. „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების თქმით, ისინი კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის იმიტომ მიმართავენ, რომ სწორედ ის არის საქართველოს მთავრობის რეალური მმართველი.


„ჩვენთვის, უბრალო მშრომელი ხალხისთვის კარგად გასაგებია მიზეზი „ომეგას“ ფაბრიკის გაჩერების, რომელიც მდგომარეობს მთავრობის განაწყენებაში, რადგან ჩვენმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა პირველად საქართველოში გამოამჟღავნა მტკიცებულებები კორუფციის, გამოძალვისა და რეკეტის მმართველ ვერტიკალში. ამავე დროს არ შეასრულა თქვენი მოთხოვნა, არ წაიკითხა პრეზიდენტის არჩევნების დროს გადმოცემული ტექსტი, როგორც თქვენთან დაახლოებულმა და მერე მოძულებულმა ბანკირმა ჩაიდინა“ - ნათქვამია მიმართვაში.

„ომეგა ჯგუფში“ დასაქმებულები ამბობენ, რომ თითქმის 30 წელია მუშაობენ და ეამაყებათ, რომ მათი შრომის შედეგად „ომეგამ“ ბიუჯეტში შეიტანა 1,5 მილიარდ ლარზე მეტი და შრომის შედეგი არ ემსახურებოდა კორუფციას.

„მაგალითისთვის 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ავმუშავდით შევიტანეთ 6 მილიონი ლარი, ხოლო ჩვენმა ხელახალმა გაჩერებამ 2019 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში სახელმწიფო ბიუჯეტს დააკარგვინა 12 მილიონი ლარი. ჩვენ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების სახელით მოგმართავთ, რომლებსაც ჯერ კიდევ გვჯერა, რომ მივიღებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შრომის უფლებას ჩვენს ფაბრიკასა და კომპანიაში, რომელიც სულ წარმატებული იყო მისი არსებობის პერიოდში, 30 წლის განმავლობაში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი და ჩვენი ოჯახების შემოსავალი „ომეგას“ ფაბრიკის უწყვეტი წარმოებით გამომუშავდება. სამწუხაროდ, მთავრობა არ გვაძლევს ფაბრიკაში მუშაობის საშუალებას „ომეგას“ მხრიდან შეთავაზების მიუხედავად, რომ სრულად გაისტუმროს საგადასახადო ვალდებულება მთავრობისთვის წარდგენილი გრაფიკის მიხედვით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული გრაფიკი, რომ სრულად დაფაროს არსებული ვალდებულება მთავრობისთვის უნდა იყოს მისაღები, რაც საუკეთესო იქნება სახელმწიფოში ბიზნესის თავისუფლებისთვის, კორუფციის და ძალმომრეობის აღმოფხვრისთვის.” - ნათქვამია „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელთა მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42