"ჩვენ კი არ წაგვიყენეს ბრალდება, დაადანაშაულეს ამერიკის მთავრობა, რომ მიზანმიმართულად პოლიტიზირებულ ანგარიშებს აქვეყნებს"- ბენიძე
პოლიტიკა - 13:15, 14 Mar, 2019     1174
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე "ნიუპოსტთან" ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიშს ეხმაურება.
ბენიძე ამბობს, რომ 47-გვერდიან დოკუმენტში ყველა იმ პრობლემებზეა საუბარი, რომელზეც მესამე სექტორი ხელისუფლებას წლების განმავლობაში მიუთითებდა.

ბენიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უმჯობესია სახელმწიფომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიში გაითვალისწინოს და ჯოხს მესამე სექტორზე ნუ გადატეხავენ.

მიხეილ ბენიძე სასმართლოს წარმომადგენელთა და სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებას, რომ სახელმწიფო დეპარტამჯენტი არასამთავრობოებმა შეიყვანეს შეცდომაში სასაცილოს უწოდებს.

მისი თქმით, მსგავსი შეფასებები აზიანებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობას და ქვეყნის იმიჯზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.

"ჩვენ კი არ წაგვიყენეს ბრალდება, რეალურად მათ დაადანაშაულეს ამერიკის მთავრობა. სრულიად სასაცილოა, მეთოფიშვილისა და მიქაუტაძის განცხადებები. როგორც ჩანს, ეს "ქართული ოცნების" საერთო მესიჯბოქსია. სხვა პირებისგანაც მოვისმინეთ, რომ თითქოს ამ კვლევას არ უნდა მივანიჭოთ დიდი ყურადღება, რადგან თურმე ეს ეყრდნობა მესამე სექტორის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ჯერ ერთი ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერ მიწოდებულ ინფორმაციას ასე არ აღრიცხავს საკუთარ ანგარიშზე, ისინი მხოლოდ სარწმუნო ინფორმაციას ეყრდნობიან, რომელიც გამოხატავს ამა თუ იმ მიმართულებით არსებულ ვითარებას. ამიტომ მსგავსი განცხადებები და ბრალდებები შეურაცხმყოფელია, რადგან მათ ან ჰგონიათ, რომ აშშ-ის მთავრობა ვერ აცნობიერებს და ვერ იაზრებს რა ინფორმაცია უნდა ასახოს ანგარიშში. ანდა მეორე და კიდევ უარესი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიზანმიმართულად პოლიტიზირებულ ანგარიშებს აქვეყნებს. იმის გარდა, რომ სახელისუფლებო შტოების წარმომადგენელთა მხრიდან ეს არის რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო განცხადებები, ის აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. აშშ-ის დეპარტამენტი მსგავსი ანგარიშებით მინიშნებებს უკეთებენ ხელისუფლებებს, რომ რიგი მიმართულებებით პრობლემებია. ამიტომ ხელისუფლების ადგილზე დავფიქრდებოდი და სასაცილო მდგომარეობაში არ ჩავიგდებდი თავს"- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ მმართველი პოლიტიკური ძალა და სასამართლო სექტორი პრობლემების სიმწვავეს დაინახავს და ჯოხს მესამე სექტორზე არ გადატეხავს.

"კარგი იქნებოდა ჩვენ გავლენა გვქონდეს პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებაზე, იმისთვის რომ დროულად აღმოვფხვრათ ის პრობლემები რაც სახეზეა და დავეხმაროთ ამ ქვეყანას რეფორმებში, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას დაეხმაროს ეს რეფორმები. ჩემი რჩევა იქნება ამ ხალხისადმი, რომ ანგარიშს მოეკიდონ სერიოზულად, გაითვალისწინონ ის მინიშნებები რაც ასახულია დოკუმენტში და მოუსმინონ იმ სიგნალებს რაც მეგობარი ქვეყნებიდან მოდის"- თქვა ბენიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42