ევროპარლამენტის რეზოლუცია ოკუპაციას გმობს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 12:50, 14 Mar, 2019     1198
ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტს ევროპარლამენტის 402-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა 163, 89 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაცია და ანექსია, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში პირდაპირი და არაპირდაპირი ჩართულობა და საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი განგრძობითი ძალადობა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების, დემოკრატიული პრინციპებისა და ფუნდამენტური უფლებების მიზანმიმართულ დარღვევას. რეზოლუცია მკაცრად გმობს ადამიანის უფლებების დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ევროპარლამენტი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და ითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შეწყვეტას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“- რეზოლუციაში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, კერძოდ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42